ხმები დადის, რომ პაატა ბურჭულაძეს ფული განსაკუთრებით უყვარს, ცოლისთვის ხელფასის გადახდა ქველმოქმედებად მიაჩნია, ასეთი ღირებულებების ადამიანებია რადიკალურ ოპოზიციაში - პრემიერი

26 სექტემბერი 2025, 14:55 172 ნახვა

ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული და ვერ ელევა ხოლმე ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთი ღირებულებების ადამიანები არიან რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი.

„ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული და ვერ ელევა ხოლმე ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად. ეს არის მისი ღირებულებები, მისი სტანდარტები და სწორედ ამ ღირებულებებით აღმოჩნდა ის რადიკალური ოპოზიციის რიგებში. ასეთი ღირებულებების ადამიანები არიან რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი და ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბატონი პაატაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე