ბატონმა ფიშერმა ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა სუბიექტისთვის, მათ შორის გერმანიის საელჩოსთვისაც - პრემიერი

26 სექტემბერი 2025, 15:08 96 ნახვა

ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, გერმანიის ელჩმა ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც.

„ბატონი ფიშერი დაბარებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მანამდე თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა, მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის მათ შორის, გერმანიის საელჩოსთვისაც“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება უზრუნველყო, იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციისა და რადიკალიზმის დაფინანსებას.

„ეს არის ჩვენთვისაც გამოწვევა და როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ მივიღეთ ჩვენ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, წარმატებით დავამტკიცეთ და ამ კანონმა უზრუნველყო უკვე პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციის, რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამსახურება. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავის მივცეთ გარედან პოლარიზაციის გაღვივების საშუალება,“ - განაცხადა კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე