მიხეილ ყაველაშვილის განცხადება ვოლოდიმერ ზელენსკის გამოსვლასთან დაკავშირებით

26 სექტემბერი 2025, 14:54 93 ნახვა

არ მინდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე - ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებას, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპამ საქართველო დაკარგა და მოლდოვის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ“. ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეებში, ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიმართ, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების კუთხით პირველ ხუთეულში იყო, მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები დაუშვებელია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე