მმართველმა გუნდმა ქობულეთის მერობის კანდიდატად ირაკლი ცეცხლაძე დაასახელა

11 აგვისტო 2025, 17:08 148 ნახვა

ირაკლი ცეცხლაძე დაიბადა 1982 წლის 7 აპრილს.

განათლება:
1999–2003 წლებში დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და მიიღო ბაკალავრის ხარისხი.

პროფესიული გამოცდილება:

  • 2005 წლიდან 2024 წლის 30 ივლისამდე მუშაობდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

  • 2004–2005 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბათუმის საგადასახადო ინსპექციაში.

ოჯახური მდგომარეობა:
დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი