დღეს ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს. უმრავლესობით გადაწყდა თუ სად უნდა განთავსდეს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სააგიტაციო საარჩევნო მასალები ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
როგორც მომხსენებელმა განმარტა ძირითადად ეს იქნება მოსაცდელები, ადმინისტრაციული შენობების, ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორია, ბოძები და სხვა სპეციალური ადგილები.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ასევე დეპუტატების უმრავლესობით გადაწყდა, რომ „გენდერული საბჭოს“ ნაცვლად საბჭოს ახალი სახელწოდება " ქალისა და ბავშვის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება" ექნება.
აღსანიშნავია, რომ სანამ სხდომა დაიწყებოდა დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს.