ოთარ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

15 აგვისტო 2025, 17:52 215 ნახვა

ბათუმელ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს, ოთარ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ოთარ ქათამაძე მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ანევრიზმის გასკდომის შემდეგ ის უგონო მდგომარეობაში ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობის სიმძიმის გამო ექიმებმა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს.

ამჟამად ოთარ ქათამაძე რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ექიმები იმედიან პროგნოზს იძლევიან.

სრული გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაცია, რის უზრუნველსაყოფადაც გადამწყვეტია საზოგადოების მხარდაჭერა.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში