ბათუმში მეორე დღეა მიმდინარეობს პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიების თემა წელს არის შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია.
კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეები თემატური დისკუსიების ფორმატში მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეიაი ინსტრუმენტები პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის.
კონფერენცია “ბლექსის“ და “ახალი ტალღის“ ორგანიზებით და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მასში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე