სულხან თამაზაშვილმა ბათუმში პრემიუმ ხარისხის ავეჯის საწარმო გახსნა

30 სექტემბერი 2025, 10:41 199 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ბათუმში პრემიუმ კლასის ავეჯის საწარმო გახსნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია.  მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, დადებითად აისახება ინდუსტრიული სპეციალიზაციის განვითარებაზე და ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის.

ამ ეტაპზე ქარხანაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, ხოლო წარმოების გაფართოებასთან ერთად, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გახსნის ღონისძიებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე