აქცია ფიროსმანის ქუჩაზე

20 აგვისტო 2025, 14:09 180 ნახვა

ფიროსმანის 8 ნომერში მცხოვრები 60 ოჯახი მომიჯნავედ ცათამბრჯენის მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობამ უფლებადმცველთან ერთად დღეს გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა მათი პრობლემებით  დაინტერესდეს, ასევე დაინტერესდეს გაცემული სამშენებლო ნებართვის საკითხით. თამაზ ბაკურიძე ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახელებს და მათ  ინტერესებზე საუბრობს.  

მოსახლეობის ინფორმაციით,  50 სართულიანი კორპუსის მშენებლობა საფრთხეს  უქმნით, დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, ასევე  მათი ეზოს ნაწილი  სამშენებლო არეალშია მოქცეული. ისინი  მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. 

წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას ან  ხელისუფლებას  მათი საცხოვრებელი კორპუსის აღებას და შესაბამისი ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

სამშენებლო სამუშაოებს „ცენტრალ სითი ლაინი“ ახორციელებს, სადაც სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, სატელეფონო საუბარში კი კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ პროექტი კანონის დაცვით ხორციელდება,  მოსახლეობას კი შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი