ბათუმელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე

21 აგვისტო 2025, 14:51 220 ნახვა

მაკედონიაში, ქალაქ ბიტოლაში გამართულ საერთაშორისო  ვოკალურ კონკურსში   ბათუმელმა  მარიამ ბოლქვაძემ  პირველი საპრიზო ადგილი  აიღო.  სცენაზე  13 წლის მარიამი ,,მუზიკლენდი 2025“-ზე დავით მალაზონიას ეთნოჯაზით - ხორუმით წარსდგა. ახალგაზრდა შემსრულებელმა კატეგორია მსოფლიო ჰიტში, პირველად,  მაკედონიის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, ბარბარა სტრეიზანდის  კომპოზიცია შეასრულა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო კონკურსის  ,,მუზიკლენდი’’-ს  გალა კონცერტი  2019 წლის  გრანპრის  მფლობელმა,  მარიტა ცეცხლაძემ  გახსნა. მარიამი, ამჯერად  სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

როგორც მომღერალმა აღნიშნა,  ეს იყო პირველი შემთხვევა,  როდესაც ფესტივალის გალა კონცერტს არაკონკურსანტმა გახსნა.  

ახალგაზრდა  მომღერლების  პედაგოგი,  მუსიკოსი  და კომპოზიტორი გიული  კუბლაშვილია. იგი საქართველოს სახელით ,,მუზიკლენდი 2025’’-ზე საერთაშორისო ჟიურის წევრი გახდა. ამ სტატუსით იგი  სექტემბერსა და ოქტომბერში, კოსოვოსა  და მალტაში ვოკალურ კონკურსებზეა მიწვეული.

ვოკალური კონკურსი მაკედონიაში  14-16 აგვისტოს ჩატარდა, მასში 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი