რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა - პუტინი

23 აგვისტო 2025, 10:04 183 ნახვა

რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან - უკიდურესად დაბალ დონეზეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამაზე უკვე ბევრჯერ მისაუბრია. მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ვფიქრობ, რომ სინათლე გვირაბის ბოლოს მაინც გამოიკვეთა“, – თქვა პუტინმა.

მან დადებითად შეაფასა 15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა.

„ვიმედოვნებ, რომ პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, ჩვენი ურთიერთობების სრულმასშტაბიანი აღდგენის დასაწყისია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აშშ-თან ურთიერთობების აღდგენა არ არის დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე.

„ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზეა დამოკიდებული, ფართო გაგებით, რადგანაც შეერთებული შტატებიც დაკავშირებულია გარკვეული ვალდებულებებით სხვადასხვა გაერთიანებასთან, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ფარგლებში. სწორედ აშშ-ის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოქმედი პრეზიდენტის, ტრამპის ლიდერის თვისებები კარგი გარანტიაა იმისა, რომ ურთიერთობები აღდგება”, – განაცხადა პუტინმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი