ნიუ იორკში ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

23 აგვისტო 2025, 09:19 147 ნახვა

5 დაღუპული და ათობით დაშავებული - ნიუ იორკში ტურისტული ავტობუსი ნიაგარის ჩანჩქერიდან ნიუ იორკისკენ მიმავალ გზაზე, ჯენესის ოლქში გადაბრუნდა.  შტატის პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 54 მგზავრი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა რის შემდეგაც გადაბრუნდა.

მგზავრების ნაწილი ავტობუსიდან გადმოვარდა, სხვები კი გადატრიალებულ ავტობუსში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ბლოკირებული. 24 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ადგილზე კატასტროფის მიზეზების გამოსაკვლევად სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი