უკრაინას შესაძლოა ნატოში გაწევრიანება აეკრძალოს - CNN

01 დეკემბერი 2025, 13:43 68 ნახვა

ნატოს წევრ ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიღწეული რიგი შეთანხმებების შემდეგ უკრაინას შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარი უთხრან. ამის შესახებ CNN-ი წერს.

აშშ-ის სამშვიდობო წინადადების ერთ-ერთი ყველაზე „პრობლემური ასპექტი“ იყო დებულება, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე ოფიციალურად უნდა თქვას უარი. თუმცა, CNN-ის წყარო იუწყება, რომ მომლაპარაკებლებმა განიხილეს შესაძლო სცენარი, რომლის მიხედვითაც, უკრაინას, ფაქტობრივად, აეკრძალება სამხედრო ალიანსში გაწევრიანება იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებზეც პირდაპირ უნდა მოილაპარაკონ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა და მოსკოვმა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ შეერთებული შტატები რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე შეთანხმებას მიაღწევს, ან თუ რუსეთი ნატოსგან გარკვეული გარანტიების მიღებას მრავალმხრივ საფუძველზე მოისურვებს, მაშინ უკრაინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერთვება.

CNN-ის წყარომ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან დელიკატური კომპრომისის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და მას საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში