დრონებით იერიში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე 

24 აგვისტო 2025, 10:19 129 ნახვა

მოსკოვის მერის განცხადებით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა. სერგეი სობინიანის თქმით, თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა დრონი, რომლის სამიზნეც ქვეყნის დედაქალაქი იყო.

მედიის ცნობით, თავდასხმის საფრთხის გამო დროებით მუშაობა შეჩერდა პულკოვოს აეროპორტში.

გადაიდო ათობით ავიარეისი. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის თქმით, ჩამოგდებულია, სულ მცირე, ორი დრონი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი