სამხრეთ კაროლინაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა- განაცხადა ქალაქ ბოფორტის ოლქის შერიფის ოფისმა.
წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე რესტორანში გვიან ღამით პოლიცია გამოიძახეს, რომელსაც შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე ადამიანი დახვდა.
დაშავებულთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია. შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ ინციდენტს იძიებს, თუმცა დამატებითი დეტალებისგან თავი შეიკავა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე