პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვითარება რთულდება

12 ოქტომბერი 2025, 15:01 89 ნახვა

ავღანეთში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ოპერაციებს 58 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების პასუხია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 30 პირი.  „თალიბანის“ პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი აცხადებს, რომ ავღანეთის ძალებმა პაკისტანის არმიის 25 პოსტი დაიკავეს.  პაკისტანური მხარე კი ავღანეთის იმ 19 სასაზღვრო პუნქტის დაკავების შესახებ იუწყება, საიდანაც პაკისტანზე თავდასხმები ხორციელდებოდა.

ქვეყნის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ ავღანელი თალიბები მოკლეს, „დანარჩენებმა კი თავს გაქცევით უშველეს“. ცნობისთვის, პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე ვითარება გვიან ღამით, მას შემდეგ გართულდა, რაც მხარეებმა ერთმანეთის მიმართულებით დარტყმები განახორციელეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელი თალიბები თავს პაკისტანის პოსტებს ესხმოდნენ შეტაკებები საზღვრის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მანამდე 9 ოქტომბერს პაკისტანმა ქაბულზე საჰაერო დარტყმა განახორციელა, ავღანეთმა კი პირობა დადო, რომ ამ იერიშს მკაცრად უპასუხებდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე