ბათუმის მუსიკალურ ცენტრში თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი გაიმართა. მომღერალმა ქართულ სიმღერებთან ერთად ფრანგული, კომპოზიტორ მიშელ ლეგრანისა და ცნობილი ებრაული სიმღერები შეასრულა.
თამარ გვერდწითელი მალე ახალი ამპლუით წარსდგება ბათუმელი მაყურებლის წინაშე.
იგი ამჟამად თეატრალურ მიუზიკლზე მუშაობს, რომლის ჩვენებაც თბილისსა და ბათუმში შემოდგომაზე იგეგმება.