მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

27 აგვისტო 2025, 15:00 109 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შერაზ გასრისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა, რომ საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია აქტიური დიალოგი და მოსაზრებების გაცვლა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. ხაზი გაესვა ამ პროცესში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება.

მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში