სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიაობის კოდექსით გათვალსწინებული განაშენიანების ინტესივობის კოეფიციენტის, ე.წ. კ2 -ის გადამეტების შემთხვევაში მაკომპენსირებელ ღონისძიებად ხელვაჩაურის საკრებულომ 2 პროცენტიანი გადასახადი დააწესა.
გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. კონრეტულად კი , თუ დადგენილი კ2 კოეფიციენტის გადამეტების საჭიროება იქნება, პირმა განცხადებით ხელვაჩაურის საკრებულოს უნდა მიმართოს სამხარაულის ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნით.
თანხმობის შემთხვევაში მშენებელმა სახელმწიფოს, ობიექტის კვადრატობის მიხედვით 2 პროცენტის ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს.
სხდომაზე მიიღეს ასევე დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს სახელი შეეცვალა და ქალისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო გახდა.
მუნიციპალურ დონეზე ცვლილება, საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია.