აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
„პოლიტიკა არის სივრცე, სადაც ყოველდღიურად წყდება ჩვენი მომავალი. ახალგაზრდების ჩართულობა კი უზრუნველყოფს, რომ ეს მომავალი იყოს სამართლიანი, ინოვაციური და სიცოცხლით სავსე“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.
შეხვედრაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არა მხოლოდ ახალგაზრდების ჩართულობაზე, არამედ, მომავალი თაობის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. გარდა ამისა, დავით გაბაიძემ, ზოგადად, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ახალგაზრდობისთვის მნიშვნელოვან უახლოეს და გრძელვადიან პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.