ტრადიციული ღონისძიება "ცისფერ უბანში"

28 აგვისტო 2025, 11:02 195 ნახვა

მარიამობის დღესასწაულზე ტრადიციულად ბათუმში ფარნავაზ მეფისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთა ტრადიციულად საბავშვო დღესასწაულის ადგილად იქცა.

ბავშვების გასამხიარულებლად ხელოვანი პაატა მოისწრაფიშვილი ყოველ მარიამობას ძველ ბათუმში,  ე.წ. ცისფერ უბანში  გზის ნაწილს კეტავს და ბუშტებითა და დროშებით აფორმებს.  

საბავშვო ზეიმის ტრადიცია უკვე 46 წელს ითვლის.

მსახიობმა ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულიც დაურიგა,მშობლებსა და შვილებს კი მოუწოდა, რომ ერთმანეთზე იზრუნონ და ხშირად უთხრან ერთმანეთს, რომ უყვართ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში