გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

01 სექტემბერი 2025, 10:31 98 ნახვა

ერთი პირია დაკავებული გამოძალვის ბრალდებით. იგი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.

დაკავებული თანხას ძალავდა პირს, დასახელებული თანხის გადაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში