საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ხვალ დაამტკიცებს , რის შემდეგაც შეფასებისა და რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება.
მანამდე კი დეპუტატებს დოკუმენტი თეა წულუკიანმა, დღეს სხდომაზე გააცნო. 460 გვერდიანი დოკუმენტი სხვადასხვა მიმართულების თემას აერთიანებს.
მათ შორისაა ომში ჩადენილი დანაშაულები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები ,მედიის თავისუფლების საკითხი ,პირადი ცხოვრებისა და საკუთრების უფლების ხელყოფა და სხვა .
დასკვნაში ფაქტები ,სახელები და გვარები ,თარიღები და შეფასებებია თავმოყრილი. კომისიამ 5 თებერვლის შემდეგ 46 სხდომა ჩაატარა და 139 პირი გამოკითხა ,სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციებისა და დოკუმენტების საფუძველზე შედგა კომისიის საბოლოო დასკვნა.