ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი აღნიშნულ ბრალდებაში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა და ისინი ძალადობის მუხლით გასამართლდნენ.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ხუთ ბრალდებულს ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის 2 წლის ვადით მიესაჯათ პატიმრობა.
ხოლო სამს ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს- 2 წლითა და 6 თვით.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლომ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეომ მტკიცებულებები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები და სწორედ ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.
დღევანდელ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ მსჯავრდებულების ადვოკატები და აცხადებენ, რომ სასამართლო დაეყრდნო პოლიციელების მოსაზრებებს და მათ განწყობებს.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოყვა სხდომათა დარბაზში. სადაც იმყოფებოდნენ 8 ვე პირის ახლობლები და ოჯახის წევრები.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდება, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად და მასში მონაწილეობად გადააკვალიფიცირა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სააპელაციო სასამართლოს მიმართავს დაცვის მხარეც.