შინაგან საქმეთა სამინისტრო სტაჟირებას აცხადებს

03 სექტემბერი 2025, 11:46 79 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 413 პირს შესაძლებლობა ექნება ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის წარდგენა 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ www.hr.gov.ge -ის მეშვეობით.

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.

სტაჟირების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია სწავლის ეტაპის ან დასრულების და აკადემიური მოსწრების შესახებ.

კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია.

ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული - https://hr.gov.ge/?vacancyNum=47 ",- აღნიშნულია შსს-ს განცხქდებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში