პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა

03 სექტემბერი 2025, 10:56 105 ნახვა

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ - Wanderlust ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა. 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ისეთი ქალაქების გვერდითაა ნომინირებული, როგორებიცაა ბერლინი, მადრიდი, ვალენსია, ათენი, ბოლონია, ბორდო, პორტო, პრაღა, სტამბოლი, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დუბლინი, და სხვები.

ბათუმთან ერთად Wanderlust-ზე ნომინირებულია თბილისი და ქვეყნების კატეგორიაში საქართველო.

ნომინაციებისთვის ხმის მიცემა მსურველებს 17 ოქტომბრამდე Wanderlust-ის ვებგვერდზე https://www.wanderlustmagazine.com/…/our-awards/2025-vote/ შეუძლიათ.

გამარჯვებული კი 5 ნოემბერს, ლონდონში გამართულ Wanderlust Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში