არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების გამოკითხვის პროცესი გრძელდება

03 სექტემბერი 2025, 19:52 130 ნახვა

საქალაქო სასამართლოში IDFI-ის ხელმძღვანელი, გიორგი კლდიაშვილი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხა.

საუბარია გამოძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო ბრალდება ზოგ არასამთავრობო ორგანიზაციას საპროტესტო აქციების დაფინანსებას და საბოტაჟს ედავება. ამავე გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში დააყადაღეს.

დღესვე სამართლიანი არჩევნების ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დილიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.   

გამოკითხვიდან გამოსულმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კითხვები ძირითადად შეეხებოდა საპროტესტო აქციებს - აინტერესდებდათ იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში