მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა

03 სექტემბერი 2025, 19:50 83 ნახვა

მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ განაჩენი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის შემდეგ გამოაცხადა, რაზეც განაჩენთან დაკავშირებით მისივე ვრცელი განმარტება გააკეთა.  

მისი განმარტებით, ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იყოს გაზიარებული.

ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვაში.       

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში