პროკურატურამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით მყოფ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის ბრალდება წარუდგინა

04 სექტემბერი 2025, 17:54 121 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 ერთეული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და 810 ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ( სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა).

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში