თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მერია ხუთი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ასევე, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა.
კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო წლებში კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქის ისტორიული არეალების შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებას.
ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს.