ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

05 სექტემბერი 2025, 13:57 129 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 559,92 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91 094 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევი სამი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 30 641 ლარით დაჯარიმდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი