შეხვედრა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან 

05 სექტემბერი 2025, 17:44 98 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მიიღეს. 

მინისტრმა სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების მიმართულებით უწყების ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ და აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გააკეთა. 

შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ენერგეტიკის სექტორს განახლებული გუნდი წარუდგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი