„კამიტის" გამოყენების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დასრულდა

06 დეკემბერი 2025, 20:29 85 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურმა  დღეს  პირველად  დაასახელა ნივთიერება,  რომელიც ერთი წლის  წინ   აქციებზე  გამოიყენეს.  სუსის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მოქალაქეების  დასაშლელად  ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდი  მალონონიტრილია  გამოიყენა.
სუსის ინფორმაციით, ნივთიერება არ განეკუთვნება აკრძალული ქიმიური ნივთიერებების კატეგორიას და ფხვნილი 2007 წელს ებრაული კომპნიისგან არის  შეძენილი.მმართველ გუნდი სიუჟეტში მოყვანილ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, რომელიც ქართულ ოცნების თქმით სპეცსამსახურების ხელწერით BBC-მ გაავრცელა,  ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მასალები საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველს ქმნის.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში