პრეზიდენტმა ხაზარაძე-ჯაფარიძე შეიწყალა

05 სექტემბერი 2025, 20:08 119 ნახვა

არჩევნებამდე 1 თვით და საპატიმროს დატოვებამდე 5 თვით ადრე პრეზიდენტმა პარტია ,,ძლიერი საქართველო – ლელოს“, ლიდერები შეიწყალა. თუმცა, უფრო ადრე, 2 თვის წინ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას პოლიტიკოსებმა უარით უპასუხეს. 

პრეზიდენტი ინიციატივის არგუმენტად მაშინაც და ახლაც კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოს ასახელებდა.  

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება საბოლოოდ დატოვეს, თუმცა ციხიდან გამოსულმა ხაზარაძემ თქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება ადამიანებით ვაჭრობაა.

რა იყო შეწყალების აქტის მიზანი, რას ითხოვენ ახლა უკვე გათავისუფლებული ოპოზიციონერები და რა მოწოდებები ისმის კოლეგა პოლიტიკოსებისგან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი