მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს, წერტილი - ზელენსკი

06 სექტემბერი 2025, 09:58 147 ნახვა

უკრაინა მზად არის, სლოვაკეთს ნავთობი და გაზი მიაწოდოს, თუმცა არა რუსული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ფიცოსთან ენერგეტიკაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მზად ვართ სლოვაკეთში გაზისა და ნავთობის მიწოდებისთვის, თუ ეს რუსული გაზი და ნავთობი არ იქნება, რადგან ჩვენ ომი გვაქვს. წერტილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ახლა უკრაინა ენერგოობიექტებზე რუსეთის დარტყმებს პასუხობს.

„და გავაგრძელებთ პასუხს, თუმცა გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აგვისტოში უკრაინის ძალებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში მილსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც სლოვაკეთსა და უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი