ევროკომისიამ „გუგლი“ ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის 2.95 მილიარდით დააჯარიმა

06 სექტემბერი 2025, 10:10 112 ნახვა

ევროკომისიამ „გუგლი“ სარეკლამო ტექნოლოგიათა ბაზარზე ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის 2.95 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ევროკომისიის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ Google-მა უპირატესობა მიანიჭა საკუთარ ონლაინ სარეკლამო სერვისებს „სარეკლამო ტექნოლოგიების მიმწოდებელი კონკურენტების, რეკლამის განმთავსებლებისა და ონლაინ გამომცემლების საზიანოდ“.

როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, „გუგლის“ ასეთი საქმიანობა გრძელდებოდა, სულ მცირე, 2014 წლიდან”.

ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ევროპამ „გუგლს“ წაართვა თანხა, რომელიც ამერიკულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს მოხმარდებოდა.

"ეს ძალიან უსამართლოა და ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ამას არ შეეგუებიან", - განაცხადა ტრამპმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი