ხულოᲨი „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი“ ოფიციალურად გაიხსნა. დღე დისკუსიით დაიწყო, რასაც თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის „ზვავის“ ჩვენება მოჰყვა.
ღონისᲫიების პირველი დღე საერთაშორისო კონფერენციით დასრულდა, სადაც სპეციალისტებმა საქართველოდან, გერმანიიდან და იაპონიიდან მთის თეატრების გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ფესტივალი არასაკონკურსო ფორმატში ტარდება და ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება.
მისი მიზანია მთის თეატრებისთვის საერთაშორისო პლატფორმის შექმნა, ხულოს თეატრის როგორც კულტურული ცენტრის პოპულარიზაცია და საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გაძლიერება.
მხარდამჭერები არიან: აჭარის კულტურის სამინისტრო, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, ხულოს კულტურის ცენტრი და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიება ხულოში კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება