რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში

10 სექტემბერი 2025, 10:01 125 ნახვა

პოლონეთის არმიამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს მისი საჰაერო სივრცის დარღვევას „აგრესიის აქტი“ უწოდა. პოლონეთის არმიამ ოთხშაბათს, დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შემდეგ, საკუთარი და ნატოს საჰაერო თავდაცვა აამოქმედა რუსული დრონების გასანეიტრალებლად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიმდინარეობისას  ის „მუდმივ კონტაქტზე“ იმყოფებოდა ნატოს გენერალურ მდივანთან. მთავრობის პრესსპიკერის თქმით, ტუსკმა მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა დილის 8 საათზე  მოიწვია.

ქვეყნის უმსხვილესმა ვარშავის შოპენის აეროპორტმა მისი საჰაერო სივრცე სამხედრო მოქმედებების გამო დახურა. სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ პოლონეთის საჰაერო სივრცე  გაიხსნა, თუმცა აეროპორტმა განაცხადა, რომ შეფერხებები შეიძლება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარს ევროპისთვის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტი უწოდა და ევროპას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი