თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მან დაკავებისას სამართალდამცავებს განუცხადა, რომ კვადროციკლიდან გადმოვარდნის გამო, მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რის გამოც, ბურჭულაძემ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა. სავარაუდოდ, ბურჭულაძეს ბრალდებას ოფიციალურად დღეს, კლინიკაშივე წაუყენებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები კორუფციის მიმართ„ - ასეთია პრემიერის შეფასება ყოფილი მინისტრის დაკავებაზე.