სოფელ განთიადში მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით მთავარ ანგელოზთა სახელობის ტაძარი იკურთხა. ძველი ქართული ბაზილიკური სტილის საკულტო ნაგებობა 8 წელია შენდება და მისი მშენებლობის ინიციატივა უკავშირდება, ბათუმში 2017 წლის 24 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც 11 ადამიანი დაიღუპა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ დღეს მადლობის სიგელები გადასცა მათ ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში. ამიერიდან განთიადში მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ყოველკვირეული წირვა ლოცვა აღევლინება. მალე დაიწყება ტაძრის მოხატვაც. ტაძრის კურთხევას დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე , სხვა ოფიციალური პირები , დაღუპულთა ოჯახები და ადგილობრივები დაესწრნენ