ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები, არჩევნების წინ - ვინც ცდილობს, რომ ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა.
„გაცხადებულია, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. ეს ყველაფერი გარედან არის მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან, ვიზიტებს. დააანონსეს კიდეც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემოპირობებში შემოდგომაზე არის ხოლმე გამწვავებები, არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი ასეთი გამწვავებაა. ამისი შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან. ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.