კვარაცხელიას მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

18 სექტემბერი 2025, 10:00 84 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გოლი გაიტანა, პარიზულმა კლუბმა კი ბერგამოს „ატალანტა“ 4:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ის მოედანზეც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.მე-3 წუთზე ანგარიში მარკიონოსმა გახსნა.

39-ე წუთზე კვარაცხელიამ სოლო რეიდი განახორციელა და ოთხი მცველის გარემოცვაში მყოფმა შორეული დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. პარიზელებმა შესვენების შემდეგ სტუმრებს კიდევ ორი გოლი გაუტანეს.

თავი მენდეშმა და რამოშმა გამოიჩინეს. ხვიჩა კვარაცხელია კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ოქტომბერს, სტუმრად „ბარსელონასთან“ გამართავს.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „აიაქსი“ – „ინტერი“ 0:2; „ლივერპული“ – „ატლეტიკო“ 3:2; „ბაიერნი“ – „ჩელსი“ 3:1; „ოლიმპიაკოსი“ – „პაფოსი“ 0:0; „სლავია“ – „ბოდო გლიმტი“ 2:2.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი