ღამის საჩოგბურთო ფესტივალი მოყვარულთა შორის

15 სექტემბერი 2025, 10:02 67 ნახვა

სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და საჩოგბურთო კლუბ „ეისის“ ორგანიზებით ღამის ჩოგბურთის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში 50-მდე მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა, რომლებიც A და B კატეგორიაში შერეულ წყვილთა თანრიგში ასპარეზობდნენ.

A კატეგორიის გამარჯვებული მარიამ წივწივაძისა და ლუკა სახვაძის წყვილი გახდა.

B კატეგორიაში კი ანა რამაზაშვილისა და ნიკოლოზ კვარაცხელიას დუეტმა გაიმარჯვა.

მოყვარული ჩოგბურთელებისთვის სხვადასხვა ტურნირი მთელი წლის განმავლობაში ტარდება. ღამის საჩოგბურთო ფესტივალი კი ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი