კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

16 სექტემბერი 2025, 09:59 99 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და შესაძლოა, მან ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართება, „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშოს, – ინფორმაციას „ფუტ მერკანტო“ (Foot Mercato) ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კვარაცხელიამ მხოლოდ წვივის არეში მიიღო დარტყმა და მნიშვნელოვანი ტრავმა არ დაფიქსირდა.

მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის მწვრთნელი, ლუის ენრიკე მიიღებს. სწორედ ის გადაწყვეტს დაასვენოს თუ არა ფეხბურთელი. არ არის გამორიცხული, რომ კვარაცხელიამ შაბათს გასამართ ლიგა 1-ის მატჩში მიიღოს მონაწილეობა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ „მარსელს“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი