ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია დიპლომატების როლი საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის - პრეზიდენტი

03 ნოემბერი 2025, 10:59 130 ნახვა

ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს. 

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"დღევანდელი, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

მწამს, რომ დიპლომატიური სტანდარტების მტკიცედ დაცვით, პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას"- აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე