პენსილვანიის შტატის ქალაქ კოდორუსშიფში სროლის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ გაანეიტრალა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა აღნიშნა, რომ აგენტები ადგილზე იმყოფებიან და დახმარებას უწევენ ადგილობრივ პარტნიორებს.
მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.