მსოფლიო რუსეთს მშვიდობისკენ მოუწოდებს, ისინი კი მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმიან - ზელენსკი

19 სექტემბერი 2025, 13:50 128 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებებს უგულებელყოფს. ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქში მშვიდობიან მოსახლეობაზე დრონებით მიიტანა იერიში.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპი რუსეთს მშვიდობისკენ მოუწოდებს, რუსეთი კი მშვიდობიან მოსახლეობას  თავს ესხმის.

ხაზი გაუსვა, შეერთებული შტატების პოზიციას მკვლელობების დასრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა ტრამპის ყველა წინადადებას ეთანხმება, რომელიც დიპლომატიისკენ არის მიმართული. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებზეც გაამახვილა ყურადღება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი