საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 21-26 სექტემბერს ეწვევა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.