ბლუმბერგი - პუტინმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაზე იერიშების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო

21 სექტემბერი 2025, 11:46 140 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტთან ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაზე იერიშების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ რუს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, შეხვედრის შემდეგ პუტინი მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ სამხედრო ესკალაცია არის საუკეთესო გზა, უკრაინა აიძულოს დათანხმდეს რუსეთის პირობებს. გამოცემა წერს, რომ პუტინი ასევე ნაკლებად ვარაუდობს, რომ ტრამპი რაიმე არსებით ზომებს მიიღებს უკრაინის თავდაცვის გასამყარებლად. წყაროების თქმით, ალასკაში შეხვედრისას პუტინი დაარწმუნეს, რომ ტრამპი არ არის დაინტერესებული რუსეთ-უკრაინის ომში ჩარევით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი