პოლიციამ აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა

24 სექტემბერი 2025, 10:40 151 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოსა და  ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,   ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს მოქალაქეები: 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. და 1984 წელს დაბადებული მ.ა.  დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი,  სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს.  

პოლიციამ ორივე მათგან ბრალდებულის სახით დააკავა. 
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,  ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე